საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი ბენჟამინ ტეიდი, ქუვეითური “კაზმადან” კარიერას “იბერიაში” გააგრძელებს.
ბენჟამინ ტეიდის საქართველოში თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ფეხბურთელი არაერთ ქართულ გუნდში თამაშობდა.
გამოსარჩევია მარტვილის “მერანი” და ბათუმის “დინამო”. ამ უკანასკნელში ნიგერიელმა ორჯერ შეძლო ქვეყნის ჩემპიონობა.