spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ბელალ მუჰამედი – ველოდები გოლოუეი ამ ჯუჯას როდის დაანოკაუტებს

UFC-ის ქვესაშუალო წონის  ჩემპიონმა ბელალ მუჰამედმა ილია თოფურიაზე დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც მებრძოლი წერს, ის მოუთმენლად ელოდება თუ როდის დაანოკაუტებს ჰოლოუეი ქართველს.

“მოუთმენლად ველოდები, მაქს ჰოლოუეი ამ ჯუჯას როდის დაანოკაუტებს და ის ფილმ შრეკში თავისი როლის შესრულებას როდის დაუბრუნდება”, – წერს ბელალ მუჰამედი.

მუჰამედი ამ პოსტით ილია თოფურიას სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბელალ დაბალი დონის მოჩხუბარია და მასთან ჩხუბი ქართველისათვის პარკში გასეირნებას ტოლფასი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს 27 ოქტომბერს დაიცავს. ილია თოფურიას ოქტაგონზე 01:00 საათიდან უნდა ველოდოთ.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები