ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რენის 100-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ფრანგ ალექსანდრე რეკოს მოუგო.
პირველი სეტის 6:1 მოგების შემდეგ, ბასილაშვილმა ბრეიკი გაუშვა და გეიმი დათმო. გადამწყვეტ მესამე სეტში კი ქართველი უკეთესად გამოიყურებოდა და ანგარიშიც სათავისო დააფიქსირა – 6:2.
შემდეგ შეხვედრას ქართველი, ხვალ, 10 სექტემბერს გამართავს. მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.