spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ბასილაშვილმა პირველი ნომერი დაამარცხა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კომოს ჩელენჯერზე, ტურნირის პირველი ნომერი, სლოვაკი ჟოზეფ კოვალიკი დაამარცხა.

შეხვედრა სამ სეტს გაგრძელდა. პირველ სეტში ბასილაშვილმა მარტივი გამარჯვება მოიპოვა 6:2, თუმცა ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა მეორე სეტში. გადამწყვეტს სეტში ქართველმა 6:4 გაიმარჯვა.

შემდეგ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, მსოფლიო რეიტინგის ყოფილი მეოთხე ნომერი კეი ნიშიკორი იქნება.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები