ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კომოს 75-ქულიან ჩელენჯერზე პირველი შეხვედრა მოიგო.
ბასილაშვილმა ავსტრალიელი მატეუ დელავედოვა ორ სეტში 7:6 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე მეორე ქართველი ჩოგბურთელი სანდრო ფურცელაძეც თამაშობდა. სანდრო ფურცელაძემ ბრაზილიელ მათეუს დე ალმეიდასთან 1:6, 3:6 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.