ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე რენის 100-ქულიანი ტურნირის კვალიფიკაციაზე, ისევ ფრანგი ჩოგბურთელი ალექსანდრე რეკო იქნება. რეკო რეიტინგის 928-ე ნომერია.
შეხვედრა დღეს 9 სექტემბერს, 13:00 საათზე დაიწყება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის ყოფილი 16-ე ნომერია. ის ასე წარმატებულად არც თუ ისე შორ წარსულში ასპარეზობდა, თუმცა ტრავმებმა და სხვადასხვა პრობლემებმა ჩოგბურთელზე იმოქმედა და ის ამჟამად 361-ე ნომერია.