ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველ გულშემატკივარს ძველი ნიკოლოზის დაბრუნების იმედს უჩენს და წარმატებულ სერიას აგრძელებს.
ამჯერად ბასილაშვილმა ავსტრალიელი სეკულიჩი სამ სეტში დაამარცხა და მაცუიამას 75 ქულიანი ჩელენჯერის 1/8 ფინალში გავიდა.
ბასილაშვილმა პირველი სეტი დამაჯერებლად 6:3 მოიგო, თუმცა ავსტრალიელმა მეორე სეტში ანგარიშის გათანაბრება შეძლო(6:4). საბოლოოდ დისაიდერში კი ქართველმა იყოჩაღა და 6:4 მოიგო.
ქართველის შემდეგი მეტოქე იაპონელი მოზიჩუკი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ამჟამად 215-ე ჩოგანია.