ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის ნახევარფინალში იასპარეზებს. ქართველმა მეოთხედფინალში იაპონელი ჰიროკი მორია დაამარცხა.
ბასილაშვილმა იაპონელს დამაჯერებლად მოუგო. პირველ სეტში 6:3 გამარჯვებას, მეორე სეტში 6:4 გამარჯვებაც მიაყოლა და საბოლოოდ 2:0 გაიმარჯვა.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე სულ მალე გაირკვევა. ის ფრანგი ესკოფიერის და ავსტრალიის სახელით მოასპარეზე ლი ტუს შორის გამარჯვებულს შეხვდება.