spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ბასილაშვილი ჩელენჯერის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეაში მიმდინარე ჩელენჯერის ფინალში ითამაშებს.

ნახევარფინალში  ფრანგი ესკოფიერი ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა და ფინალში ქართველი იასპარეზებს.

ფინალში გასვლით ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდება და 252-ე ადგილზე გადავა.

ჩელენჯერის ფინალურ შეხვედრაში, ბასილაშვილი იაპონელ ტარო დანიელს შეხვდება, რომელიც შეჯიბრებაზე პირველ ნომრად იყო განთესილი და მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 78-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველის საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები