კატალონიის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონში პირველი შეხვედრა მოიგო. კატალონიელებმა “იანგ ბოისი” 5:0 დაამარცხეს.
შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. 34-ე და 37-ე წუთზე რაფინიას და ინიგო მარტინესის გოლებით წყალობით, “ბარსელონამ” საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა. გატანილ სამ გოლს ესპანელებმა მეორე ტაიმში კიდევ ორი მიამატეს და სხვაობა გამანადგურებელი გახდა. 51-ე წუთზე ისევ რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში მუჰამედ კამარამ 81-ე წუთზე საკუთარ კარში გატანილი გოლით დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “მონაკოსთან” 2:1 წააგო.