კატალონიის “ბარსელონა” ახალი ცენტრ ფორვარდის ძიებაშია. პოლონელი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი უკვე 36 წლისაა და კატალონიელთა მესვეურებს სურთ ახალგაზრდა ფორვარდის დამატება, რათა ეს საკითხი რამდენიმე წლით დაიხუროს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონა სამ ფორვარდს აკვირდება – ერლინგ ჰალანდს, ვიქტორ დიოკერეშს და ბენიამინ შეშკოს.
“ბარსელონას” არასახარბიელო ფინანსების გამო, შეშკოს და დიოკერეშის ვარიანტი უფრო რეალურია, ვიდრე ჰალანდის.