კატალონიის “ბარსელონა” პოლონელ მეკარე ვოიცეხ სჩესნის მალე გაიფორმებს. ფორმალური ნაბიჯების გავლა შემდეგ კვირაში იგეგმება.
რობერტ ლევანდოვსკი თანამემამულე სჩესნის ტელეფონით ესაუბრა და აცნობა, რომ გუნდში მოხარულები არიან, მსგავსი გამოცდილების მქონე მეკარის დამატებით. სჩესნი კატალონიურ გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ მარკ ანდრე ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მას 8 თვე გაუცდება. კატალონიელებს მეკარე სჭირდებოდათ და საბოლოოდ სჩესნი დაიმატეს, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს დაასრულა კარიერა.