კატალონიის “ბარსელონა” ესპანელ ფეხბურთელ დანი ოლმოს გუნდში ვერ არეგისტრირებს. ფეხბურთელი უკვე ორი მატჩია, განაცხადში არაა.
ლა ლიგის წესების თანახმად, “ბარსელონამ” უნდა გაათავისუფლოს სახელფასო ჭრილი, რომ ესპანელ ფეხბურთელს თამაშის უფლება ჰქონდეს.
კატალონიელები ამ პრობლემას სავარაუდოდ, ერთ კვირაში მოაგვარებენ. “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, ჯერჯერობით რაც ცნობილია, ეს ვიტორ როკე იქნება, ის კარიერას “ბეტისში” გააგრძელებს.