კატალონიის “ბარსელონას” პირველი მიზანი ნიკო ვილიამსის ტრანსფერის დახურვაა. მათ ყველა დანარჩენი ტრანსფერი დაბლა საფეხურზე გადაწიეს და კონცენტრირებული მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდა ესპანელზე არიან.
ნიკო ვილიამსზე ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებს, “ჩელსის” და “არსენალსაც” გააჩნია.
“ბარსელონისთვის” ეს კვირა იქნება გადამწყვეტი. გასულ კვირას “ბარსელონას” სპორტული დირექტორი დეკო და ფეხბურთელის აგენტი შეხვდნენ. ნიკოს ბარსაში გადასვლა სურს, თუმცა სხვა შემოთავაზებებსაც განიხილავს.