იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი სერია A-ში დაბრუნდა. ფეხბურთელმა შეთანხმებას “ჯენოასთან” მიაღწია.
34 წლის ფეხბურთელს სერია A-ში 141 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რა დროშიც 52 გოლი და 18 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
ერთ დროს მარიო ბალოტელი, იტალიის ეროვნული ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი იყო. მან 36 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და თავი 16-ჯერ გამოიჩინა.
იტალიელი ბოლო კლუბი თურქული “ადანა დემისპორი” იყო. ფეხბურთელს კონტრაქტი გასულ სეზონში ამოეწურა და ამ დრომდე ის უკლუბოდ იყო.