spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ავთანდილ ასათიანი – ლიეტუვაში მოგებას ვეცდებით, მაგრამ ოფიციალური მატჩებისთვის მზადებაზე უნდა ვიფიქროთ

17-19 სექტემბერს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლიეტუვის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

აღნიშნულ თამაშზე განცხადება ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გააკეთა. ნაკრების თავკაცმა აღნიშნა, რომ ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც დეკემბერში გაიმართება.

ავთანდილ ასათიანმა ასევე ლიეტუვის ნაკრებზეც ისაუბრა, მეტოქე შეაქო და  მოედანზე მათ დადებით თვისებებსაც გაუსვა ხაზი

“ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ვემზადებით, რომელიც დეკემბერში დაიწყება. ჩვენი მიზანია, გამოვიყენოთ ამხანაგური მატჩები იმისთვის, რომ დეკემბრისთვის კითხვის ნიშნები აღარ დაგვრჩეს და საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიოთ.

ლიეტუვის ნაკრები სპეციფიკური გუნდია და, ამავე დროს, მომდევნო ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია. ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს, რაც მომდევნო თამაშებისთვის მზადების პროცესში ძალიან დაგვეხმარება. ამ შეხვედრებში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება – ტრავმის გამო შოთა თოფურია და ირაკლი თოდუა ვერ ითამაშებენ.

სამაგიეროდ, ისეთ მოთამაშეებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება, ვისაც აქამდე ნაკლებად უწევდა თამაში. ლიეტუვაში მოგებას ვეცდებით, მაგრამ ამავე დროს დეკემბრის ოფიციალური მატჩებისთვის მზადებაზე უნდა ვიფიქროთ“, – აცხადებს ავთანდილ ასათიანი.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები