მადრიდის “ატლეტიკომ” ალვარო მორატას შემცვლელი, უკრაინელი ფორვარდის არტიომ დოვბიკის სახით იპოვა.
ატლეტიკო და ფეხბურთელი დეტალებზე შეთანხმდნენ. დარჩენილია კლუბებს შორის გარიგება, რაც ფაქტობრივად გარდაუვალია.
“ჟირონა” ფეხბურთელის სანაცვლოდ, 40 მილიონ ევროს მიიღებს.
გასულ სეზონში დოვბიკი 24 გოლით, ლა ლიგის საუკეთესო მეგოლე გახდა.