spot_imgspot_imgspot_imgspot_img

“არსენალს” რამდენიმე კვირით კაპიტანი გამოაკლდა

ლონდონის “არსენალის” და ნორვეგიის ნაკრების კაპიტანმა მარტინ ოდეგორმა ავსტრიასთან ერთა ლიგის შეხვედრის დროს კოჭის ტრავმა მიიღო.

ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელი თავის კლუბს, “არსენალს“ მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება და რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩს გამოტოვებს, მათ შორის ინგლისის პრემიერლიგაში “ტოტენჰემთან“ და “მანჩესტერ სიტისთან“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – ბერგამოს “ატალანტასთან“.

მან, შესაძლოა, მონაწილეობა ვერც ოქტომბრის სანაკრებო შესვენების დროს ერთა ლიგის მატჩებში მიიღოს.

ნორვეგიის ეროვნული გუნდი ერთა ლიგაზე B3 ჯგუფში გამოდის. შემდეგი შეხვედრა მათ 10 ოქტომბერს სლოვენიასთან ელით.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები