ლონდონის “არსენალში” ტრავმიანობის პრობლემა იყო, თუმცა ლონდონელთა ესპანელმა თავკაცმა განაცხადა, რომ გუნდს ლაზარეთიდან ფეხბურთელები უბრუნდებიან.
“საკას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ჰავერცი მზად იქნება შემდეგი თამაშისთვის და რაც შეეხება მარტინელის, ის კვირის ბოლოს დაუბრუნდება გუნდს”, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ლონდონის “არსენალი” თავის შემდეგ პრემიერლიგურ შეხვედრას ხვალ, 19 ოქტომბერს, “ბორმუთის” წინააღმდეგ ჩაატარებს. “მეთოფეებს” 17 ქულა აქვთ და მესამე ადგილს იკავებენ.