ფუტსალის ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, “არმია” დებიუტანტ “ბეტის თბილისს” დაუპირისპირდა და 10:0 გაანადგურა.
შეხვედრაში გოლები გაიტანეს – ოთარ ბერეჩიკიძემ (3), გიორგი ქურდაძემ (2),შაკო ცირამუამ (2), გურამ ხაჭაპურიძემ, თამაზ გოგსაძემ და გიორგი სილაგავამ (1-1).
ტურის ბოლო შეხვედრაში “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა” “თსუ” დამაჯერებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.