დღეს, 3 აგვისტოს, მეოთხედფინალში მსოფლიოს მე-2 ჩოგანი, ჩინელ მეშვიდე ნომრად განთესილ ჟენგ ქინვენს შეხვდება (ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი ფინალის განმეორება, რომელიც საბალენკამ მოიგო)
საბალენკა შარშან ნიუ-იორკში ფინალში გავიდა, სადაც კოკო გაუფთან დამარცხდა, მაგრამ წელს გაუფს სძლია და მეოთხე რაუნდში გავიდა.
“მე ნამდვილად მსიამოვნებს ამ დიდ კორტებზე თამაში. მხარდაჭერას ვგრძნობ, უბრალოდ არ მინდა აქედან ადრე წავიდე. უბრალოდ მინდა დავრჩე სანამ შემიძლია და დავტკბე ამ ლამაზი კორტით და ლამაზი ატმოსფეროთი”, – აღნიშნა ავსტრალიის ღია პირველობის ორგზის ჩემპიონმა.
მამაკაცთა მეოთხედფინალში მასპინძლების იმედები ტეილორ ფრიცი და ფრენსის ტიაფო ცდილობენ გატეხონ ნავსი და გახდნენ 21 წლის შემდეგ ამერიკის გრანდ სლემის ჩემპიონები. ფრიცს მეოთხე განთესილი ალექსანდრე ზვერევი დაუპირისპირდება, ტიაფო კი გრიგორ დიმიტროვს.