ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, “ულსან ჰიუნდაისთან” ერთად, სამხრეთ კორეის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
36 ტურის შემდეგ ქართველის გუნდმა 68 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ “განგვონს” 7 ქულით აჯობა.
რაც შეეხება თავად არაბიძეს, მან მხოლოდ 6 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, სადაც 2 გოლი გაიტანა.