საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას “ვეფ რიგაში” გააგრძელებს
გასულ სეზონში ანდრონიკაშვილი სუპერლიგაში მონაწილე “თსუ” და შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის გუნდ “სარაგოსაში” ასპარეზობდა.
“კაპიტნის, დაირის ბერტანსის ტრავმის გათვალისწინებით, გუნდს უკანა ხაზში გაძლიერება სჭირდებოდა. გავაფორმეთ კონტრაქტი საქართველოს ნაკრების გამთამაშებელ რატი ანდრონიკაშვილთან, რომელიც “ვეფ რიგას“ უკვე შემოუერთდა. 29 ოქტომბერს მას გუნდში დებიუტი ექნება“, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა გატის იახოვიჩუსმა.