ესპანელმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ნახევარმცველი ბოლო კლუბი არაბთა გაერთიანებული საამიროების “ემირატების” გუნდში გამოდიოდა. ბოლოს კი უგუნდოდ იყო.
ინიესტამ ეპოქალური სეზონები კატალონიის “ბარსელონაში” გაატარა. მისი დებიუტი 2002 წელს შედგა და 2018 წლამდე გამოდიოდა. ამ დროში 674 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, სადაც 57 გოლი და 135 საგოლე გადაცემის მოგროვება შეძლო.
ინიესტა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო 2010 წელს თავისივე გატანილი გოლით, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მოიგო.
ინიესტა ითვლება მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად მსოფლიოში.