ბათუმის “დინამოს” უკრაინელმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა.
გუნდის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინელი თავკაცი ბათუმის “დინამოს” დირექტორთა საბჭომ გაათავისუფლა.
ანდრეი დემჩენკო გუნდს გორის “დილადან” შეუერთდა და ქვეყნის ჩემპიონობაც მოიპოვა, თუმცა ფაქტია, ბათუმურ გუნდს კარგი დროება არ უდგას. გუნდი 42 ქულით მეოთხე ადგილზეა და მესამე ადგილზე მყოფ თბილისის “იბერიას” 13 ქულით ჩამორჩება.