spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ანა ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების სადებიუტო დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.

პარატაეკვონდოს ტურნირზე დღეს გამომსვლელმა მეორე ქართველმა ლია ჩაჩიბაიამ ( 47კგ) პირველივე შეხვედრა წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები