მაროკოელი ფეხბურთელი სოფიან ამრაბატი “ფიორენტიდან” კარიერას “ფენერბახჩეში” გააგრძელებს.
თურქულ გუნდს ეს ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდება.
მაროკოელი ფეხბურთელი თურქეთში დღეს ჩაფრინდება, “ფენერბახჩეს” თავკაცს ჟოზე მოურინიოს მასთან შეხვედრა სურს.
ამის შემდეგ ფეხბურთელი ფორმალურ ნაბიჯებს გაივლის და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.