დასრულდა კალათბურთის ტესტმატჩები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს გერმანიას 92:98 სძლია. პარალელურად მიმდინარე სერბეთისა და საბერძნეთის დაპირისპირებაში კი სერბებმა 94:72 მოიგეს.
დღეს, 23 ივლისს, 22:00 საათზე, ესპანეთის ეროვნული ნაკრები პუერტო-რიკოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს აიღებს სტარტს. საკალათბურთო ნაკრებები საქმეში 27ივლისიდან ჩაერთვებიან.