მსოფლიოს მესამე ნომერი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასი, წარუმატებელი თამაშების შემდეგ, დეივისის თასზე წარმატებულად დაბრუნდა.
ესპანელმა ჯერ ტომას მაჩაკი დაამარცხა, ხოლო გუშინ უგო უმბერსაც მარტივად მოუგო (6:3,6:3)
ალკარასის წარუმატებელი სვლა, ოლიმპიადის ფინალის შემდეგ დაიწყო. ის შემდეგი ორი ტურნირის საწყის ეტაპებზევე დამარცხდა.
როგორც ალკარასი ამბობს, ოლიმპიადის ფინალში მარცხი მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ესპანელი დღემდე ფიქრობს ჯოკოვიჩთან წაგებულ შეხვედრაზე.