პეკინის 500-ქულიან ტურნირზე, ესპანელმა რეიტინგის მესამე ნომერმა კარლოს ალკარასმა, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი იანიკ სინერი სამ სეტში 7:6,4:6,6:7 დაამარცხა და კარიერაში მეთექვსმეტე ტიტული მოიპოვა.
ოლიმპიადის ფინალში მიღებული მარცხის შემდეგ ჯოკოვიჩთან, ალკარასი თითქოს ფორმიდან ამოვარდა, გატყდა, თუმცა ბოლო დროინდელმა თამაშმა საპირისპირო დაამტკიცა.
რაც შეეხება იანიკ სინერს, ის კარგ ფორმაშია. ამ ყველაფერს მტკიცება აღარ უნდა, ის პირველი ნომერია რეიტინგში და წარმატებულ სვლას აგრძელებს.