გამორჩეული ჩილელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი იქ დაბრუნდა, საიდანაც მისი ევროპული კარიერა დაიწყო 18 წლის წინ. ფეხბურთელი “უდინეზესთვის” შეუტევს.
ალექსის სანჩესი 2007/2008 წლების სეზონში, “უდინეზეს” “რივერ პლეიტიდან” შეუერთდა, სადაც 4 სეზონი დაჰყო. შემდეგ იყო “ბარსელონაში” გატარებული კარგი სეზონები, შემდეგ “არსენალი”, “იუნაიტედი”, მარსელი, “ინტერი” და კვლავ იტალიური “უდინეზე”.
უდინეზეში ჩატარებულ 112 შეხვედრაში ალექსის სანჩესმა 21 გოლის და 20 საგოლე გადაცემის მოგროვება შეძლო.