ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე ბაკში პოლონეთის 100-ქულიანი ღია პირველობის მერვედფინალშია.
ქართველმა გერმანელი მეტოქე ედისონ ამბარზუმიანი ორ სეტში, 3:6,2:6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ქართველი პოლონეთის ჩელენჯერს წყვილთა თანრიგშიც თამაშობს.
13 აგვისტოს, 13:00 საათზე ის და ლუკას პოკორნი, ჯონ ლოკსა და რუბინ სტეტჰემს დაუპირისპირდებიან.