spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ალექსანდრ უსიკი დააკავეს 

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი მოკრივე ალექსანდრ უსიკი დააკავეს.

სპორტსმენის დაკავების მიზეზი პოლონეთის ქალაქ კრაკოვის აეროპორტში  სიჩქარის გადაჭარბება გახდა. როგორც ცნობილია, უსიკს აეროპორტში აგვიანდებოდა და მანქანის სიჩქარეს მკვეთრად გადააჭარბა.

საბოლოოდ სპორტსმენი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩარევით გაათავისუფლეს.

“ველაპარაკე ტელეფონით ალექსანდრ უსიკს, როცა ის დაკავებული იყო. აღშფოთებული ვიყავი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისა და ჩემპიონის მიმართ ამგვარი მოპყრობით. დავავალე უკრაინის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს დაუყოვნებლივ გარკვეულიყვნენ ინციდენტის ყველა დეტალში.

როგორც მაცნობეს, ახლა ყველაფერი კარგადაა. ჩვენი ჩემპიონი გაუშვეს და მას აღარავინ დააკავებს“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები