საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ეგიდით ტირანაში გამართულ შეხვედრაში, მასპინძელ ალბანეთს 1:0 სძლია.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე, “ლევანტეს” ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი შეხვედრიდან, ორივე მოიგო და ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობს.
11 ოქტომბერს ჩვენი ეროვნული გუნდი უკრაინას პოლონეთში შეხვდება.