კოსოვოში, ევროპის თამაშების ფინალში საქართველოს 18 წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა, ფინალურ შეხვედრაში მასპინძელ კოსოვოსთან დასანანი მარცხი განიცადა. კოსოველებმა 32:20 იმარჯვეს.
ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში, 3 ქართველი ხელბურთელი მოხვდა. – დავით გრიშიმაშვილი, ალექსანდრე შიოშვილი და დავით ხელისუფალი.