საბერძნეთში მიმდინარე ევროპის A დივიზიონის 16 წლამდე ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ადგილი შეინარჩუნა.
ქართველმა ახალგაზრდებმა გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელ თანატოლებს 57:75 სძლიეს.
გამორჩეული იყო მათე ხატიაშვილი. მან 28 ქულას და 13 მოხსნას მოუყარა თავი.
საქართველოს ნაკრები A დივიზიონში წელს დაწინაურდა. დებიუტანტი გუნდისთვის მიზანი უმაღლეს დივიზიონში დარჩენა იყო, რაც ქართველმა ჭაბუკებმა შეძლეს.