რუმინეთში მიმდინარეობს U20 ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში.
საქართველოს ახალგაზრდულმა კალათბურთის ნაკრებმა უნგრეთის ახალგაზრდული ნაკრები 96:79 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეხუთე ადგილი დაიკავა.
მატჩში გამორჩეული კვლავ საკალათბურთო კლუბ “ქუთაისის” კალათბურთელი გიორგი სულაბერიძე იყო. მან პირად ანგარიშზე 30 ქულა ჩაიწერა.