crystalbet ეროვნული ლიგის XXI ტურის შეხვედრაში, ფოთის “კოლხეთმა” “გაგრა” სახლში სტუმრად მიიღო და 2:1 დაამარცხა.
36-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა ანგარიში გახსნა, რასაც ნოდარ ქავთარაძემ 39-ე წუთზე უპასუხა. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა “გაგრას” კარი მეორედ აიღო და ფოთელებს სამი ქულა მოუტანა.
გიორგი აბუაშვილი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია, თუმცა მისი კარიერა ისე ვერ ვითარდება, როგორც ეს ბევრს ეგონა. გიგი ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში პორტუგალიურ “პორტუში” ჩაირიცხა, თუმცა ხშირმა ტრავმიანობამ მის კარიერაზე იმოქმედა. საბოლოოდ გიორგი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა ფორმაში დაბრუნებას ფოთურ გუნდში ცდილობს.