spot_imgspot_imgspot_imgspot_img

აბუ-დაბის გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველო უმედლოდ დარჩა 

დღეს, 11 ოქტომბერს აბუ-დაბიში სტარტი აიღო ძიუდოს გრანდ სლემმა. საქართველოს პირველ დღეს 3 მონაწილე ჰყავდა – ნიკა ხუზაურაშვილი, ლუკა მოდებაძე (ორივე 60კგ) და ლაშა ნადირაძე (66 კგ).

სამივე სპორტსმენი ტურნირს ადრეულ სტადიაზევე დაემშვიდობა და მონაწილეობა უმედლოდ დაასრულა.

ხვალ, 12 ოქტომბერს აბუ-დაბიში ოთხ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.

მედლებისთვის გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ), დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი (ორივე – 81 კგ) იბრძოლებენ.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები