spot_imgspot_imgspot_imgspot_img

8 აგვისტოს ქართველი არ წააგებდა – ლაშა შავდათუაშვილის ისტორიული ამბავი

2016 წლის 8 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაზე, რეპეშაჟის შეხვედრაში ერთმანეთს ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და რუსი დენის იარცევი შეხვდნენ.

შავდათუაშვილის გამოსვლა “კარიოკა არენაზე” ისედაც შთამბეჭდავი გახლდათ. ქართველმა რიოდან ბრინჯაოს მედალი წამოიღო, თუმცა ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი, დენის იარცევთან  გამარჯვება იყო.

გამარჯვების შემდეგ გორელმა ფალავანმა რუსს კიმანოზე გამოსახულ ხუთჯვრიან დროშაზე მიუთითა. 

16 წლის ლაშა შავდათუაშვილი აგვისტოს ომის დროს სოფელ კარალეთს თავის ოჯახთან ერთად ტოვებდა. ცხინვალის გზაზე მდებარე ეს სოფელი რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. ლაშა შავდათუაშვილის ოჯახი ომს გადაურჩა, რვა წლის შემდეგ კი მან რუსი ბეჭებზე გააკრა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები