spot_imgspot_imgspot_imgspot_img

ლაზარე კუპატაძე “გონიოს” ღირსებას დაიცავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების და თბილისის “იბერიას” ყოფილი მეკარე ლაზარე კუპატაძე, ბათუმის “გონიოს” ღირსებას დაიცავს.

საფეხბურთო კლუბი “გონიო” 3 წელია, რაც დაარსდა და ყოველ სეზონში, წარმატებულად მიიწევს წინ, დიდი მიზნებისთვის.

გუნდში ისეთ გამოცდილ მოთამაშეებს შევხვდებით, როგორებიც არიან – კახა მახარაძე, ოლეგ მამასახლისი, მირზა ფარტენაძე.

“გონიო” ამჟამად რანგით მესამე ლიგაშია. გუნდს 17 შეხვედრაში 35 ქულა აქვს და რეიტინგში ლიდერობს.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები