ესპანური გამოცემა Gols Media-ს ინფორმაციით, “ლივერპული” ახლოსაა არნეს სლოტის ეპოქის პირველ ტრანსფერთან. გიორგი მამარდაშვილის თაობაზე “ლივერპულის” შეთავაზებული თანხა “ვალენსიას” მოთხოვნას მიუახლოვდა, მაგრამ ესპანელებმა ქართველი მეკარის მენეჯერს ულტიმატუმი წაუყენეს.
“ლივერპულმაც” ტრანსფერი რომ განახორციელოს, მამარდაშვილი “ენფილდზე“ 2025 წლამდე არ ჩავა, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ალისონი “ენფილდზეა“.
“ვალენსიას” მფლობელი პიტერ ლიმი 40 მილიონ ევროზე ნაკლებს არ თანხმდება. “ლივერპულის” შეთავაზებულმა თანხამ კი 35 მილიონ ევროს მიაღწია, მაგრამ ლიმი კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და მამარდაშვილს და მის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ინგლისელებმა სწორედ 40 მილიონი უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი “ვალენსიაში” მინიმუმ იანვრამდე დარჩება.
რა თქმა უნდა, მამარდაშვილისთვის ეს ულტიმატუმი ნაკლებად სასურველია, რადგან ეს საკითხი ახლა მის ხელშია. “ლივერპულმა” უნდა გადაწყვიტოს მზად არის თუ არა გადაიხადოს მოთხოვნილი ფასი – სხვაგვარად, სლოტის ეპოქის პირველი ვარსკვლავური ტრანსფერიც შეიძლება ჩაიშალოს“, – წერს ესპანური გამოცემა.