30 წლის წინ, 1994 წლის 31 აგვისტოს, ფრანგი ლეგენდარული ფეხბურთელი ტიერი ანრის პროფესიონალური დებიუტი შედგა. მისმა “მონაკომ” “ნიცასთან” 2 უპასუხო გოლი გაუშვა.
ფრანგმა ფეხბურთელმა ლონდონის “არსენალის” მაისურით შეძლო თავისი სახელის უკვდავყოფა. მეთოფეების მაისურით, ფეხბურთელმა ორჯერ შეძლო ინგლისის პრემიერ ლიგის მოგება, მათ შორის ერთხელ წაუგებლად.
საბოლოო ჯამში ფეხბურთელმა 917 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 411 გოლი გაიტანა, 203-ჯერ კი თანაგუნდელს გაატანინა.