spot_imgspot_imgspot_imgspot_img

28 ოლიმპიელი პარიზისკენ მიემგზავრება

პარიზის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს 28 მონაწილე ეყოლება, მათგან 7 ქალია.

ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა – ქართველი ათლეტები სპორტის ამ 9 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას.

ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მედროშეები, ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან.

პირველად ამ ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველო 4 ოქროს  მედალოსნით წარდგება – ნინო სალუქვაძე (1988);
ლაშა შავდათუაშვილი (2012); ლაშა ტალახაძე (2016,2020); ლაშა ბექაური (2020).

აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ მიიღებს მონაწილეობს. მას 1988 წელს აღებულ ოქროს მედალთან ერთად, ასევე აქვს ვერცხლის მედალი (2002, ლაჰტი) და ბრინჯაოს მედალი (2008, პეკინი).

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები