დღეს, 5 აგვისტოს, საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მატჩს აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს.
შემდეგ შეხვედრას ქართველი ახალგაზრდები ჯგუფის ლიდერთან, ნიდერლანდების ახალგაზრდულ გუნდთან გამართავს 9 სექტემბერს.
ქართველი ახალგაზრდები, 13 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. ისინი ნიდერლანდების ახალგაზრდულ გუნდს 7 ქულით ჩამორჩებიან.