იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე 17 წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დასრულდება.
მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველი ვახტანგ ლოლუა (60 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ ჯავადოვს შეხვდება.
ნახევარფინალში დამარცხდა მეორე ქართველი, გიორგი ალადაშვილი (71 კგ) – იგი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
დღესვე გამოსვლა გოგონათა შორის თავისუფალ ჭიდაობაში დაიწყება.
ტურნირზე სამი ქართველი გოგონა მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:
53კგ – ლიზა შავაძე
57კგ – მირანდა კაპანაძე
61კგ – ნინი ციცვიძე
მთავარი მწვრთნელი: ბესო გუჩაშვილი