დღეს, 12 ოქტომბერს საქართველოს 17 წლამდე ნაკრები, ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:45 საათზე დაიწყება.
ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში, ქართველი ახალგაზრდები, სლოვენიელ თანატოლებთან 1:2 დამარცხდნენ და საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყეს.
ჯგუფის მეორე შეხვედრა პოლონეთისა და სომხეთის ნაკრებებს შორის გაიმართება.