spot_imgspot_imgspot_imgspot_img

17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა შეკრება დაიწყო

საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სალომე ხუბულურმა 20 ფეხბურთელი გამოიძახა და მზადებას რუსთავში გადიან.

მატჩები 5-11 ნოემბერს სლოვაკეთში გაიმართება. ქართველების მეტოქე მასპინძელი სლოვაკეთის გარდა, მონტენეგრო და ლატვია იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: ხატია ბერიშვილი, ნინო მეტრეველი (ორივე – „რუსთავი“), ანანო სიგუა („რაჭა“);

დაცვა: ლოლიტა კალოიანი („რუსთავი“), ელენე ბოლქვაძე („ბათუმი“), ელიზაბეტ რიჟამაძე („კვარტალი“), ლიზი კაკულია („დინამო“ გაგრა);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე, ნატო გუტიკაშვილი, ნინო ჩხეტიანი (ყველა – „რუსთავი“), თაკო ბულია, ანანო ჯოჯუა (ორივე – „კოლხეთი“, ხობი), ქეთევან ჭურკვეიძე („ბათუმი“), სოფო ბერულავა („ნორჩი დინამო“), ანასტასია ბუჩუკური („ელიტა“), კესარია მეტონიძე („რაჭა“), ანანო წიქარიძე („ნიკე-ლუსო“), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი („ლევანტე ბადალონა“, ესპანეთი), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო პრემიერი“, აშშ), სოფი იბრაჰიმი („პდა საუთი“, აშშ).

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები