ფორტუნა დიუსელდორფის U17 გუნდის წევრი ნიუტონ ოპოკუ-მენსა ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის ცურვის მომენტში დაიხრჩო.
კლუბის სპორტისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა კლაუს ალოფსმა ამ ამბავზე კომენტარი გააკეთა და ოჯახს მიუსამძიმრა.
“ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ნიუტონი იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავისი ოცნებებით ცხოვრობდა, თუმცა ძალიან ადრე გარდაიცვალა”, – აღნიშნა მან.