საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სანდრო კობახიძე 16- წლამდე ვაჟთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ვეტერანი ფეხბურთელი 2022 წლიდან ეროვნულ გუნდებში მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ალექსანდრე იაშვილს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას გამოჩენილი ნდობისთვის. ეს საქმე ჩემთვის დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება და იმედი მაქვს, რომ სწორი მუშაობით და შრომით დასახულ მიზანს მივაღწევთ“, – აცხადებს სანდრო კობახიძე.